რეფლექსია
ინტელის ტრენინგი მეტად საინტერესოა, შევისწავლე ბლოგი და საფუძვლიანად განვიხილეთ პროექტი.
ვფიქრობდი პროექტს ნაკლები მუშაობა ჭირდებოდა და ტრენერმა დაგვანახა უფრო მეტი სირთულე. თავდაპირველად მოვიფიქრეთ პროექტის თემა, მისი მიზანი თუ რათომ იყო მნიშვნელოვანი ეს პროექტი. დავწერეთ პროექტის გეგმა, დავამზადეთ სარეკლამო ბროშურა, მოვიძიეთ მასალა და გადმოვწერეთ პროექტის შესაფერისი სურათები, ავაწყრთ პრეზენტაცის power point-ში. შევიმუშავეთ შეფასების რუბრიკები. პროექტის შექმნისას ვისწავლე ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება. ამ ტრენინგზე შეძენილმა ცოდნამ მომცა საშუალება, რომ მოსწავლეები აქტიურად ჩავრთო პროექტებში და საგაკვეთილო პროცესში, მოსწავლეებს გამოუმუშვავდებათ ურთიერთპატივისცემის გრძნობა, თანამშრონლობის , კვლევა- ძიების, კომუნიკაციის უნარები, იქნებიან უფრო აქტიურები და ამაღლდება მათი სწავლისა და ცოდნის დონეც.მოსწავლეები შეეცდებიან აქტიურად გამოიყენონ ინტერნეტი და კომპიუტერული პროგრამები საგაკვეთილო პროცესში.
აქ შეძენილ ცოდნას აქტიურად გამოვიყენებ მომავალში განსახორციელებელ პროექტებში, მოვარგებ მოსწავლეების საჭიროებებს და მოთხოვნებს.
კმაყოფილებას და მადლიერებას გამოვთქვქმ ტრენინგის ხელმძღვანელის ქალბათონ ქეთევან ცერაძის მიმართ. ტრენერი პასუხობდა ჩვენს მოთხოვნებს.
No comments:
Post a Comment